ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.
უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.