აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოცნება აასრულა, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, ასეთი დამოკიდებულება მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებაზე მიანიშნებს.
„ტრამპმა აასრულა პუტინის ოცნება, ის ყოველთვის ცდილობდა პრობლემების პირდაპირ აშშ-თან გადაჭრას, ევროპელების ან სხვების გარეშე. მისი აზრით, ეს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებაა, მაგრამ ტრამპის მიზანი პუტინის სიდიადე კი არა, საკუთარი სიდიადეა და პუტინზე ზეწოლა სადაც საჭირო იქნება, ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა კულებამ.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პირდაპირი საუბარი არ ნიშნავს, რომ ისინი რამეზე შეთანხმდნენ.
“ასე იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც. პუტინმა შეიძლება, ძლიერი იმედგაცრუება მოუტანოს ტრამპს. ჩვენ მხოლოდ პროცესის დასაწყისში ვართ, სადაც ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგები არ არის. ყველაფერი წინაა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.