მინდა მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი, არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა. ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაიტანა, ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ლიდერი, ეს ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მზია, და გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. მან 38 დღე იშიმშილა.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.