ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, კანონის შესაბამისად აგონ პასუხი” – ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიაზე აეროპორტში თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ “მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად – ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ.”

იოსელიანის თქმით, გამოძიებამ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გამოავლინოს, რომლებიც ამ და მსგავს ფაქტებში არიან ჩართულნი.

„მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იყოს და ადამიანებმა, რომლებიც ამაში ჩართულები არიან კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. იმავეს ვიტყვი გიორგი გახარია შემთხვევაშიც. მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად. ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იტვირთბა....