საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის თქმით, შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრამ „საკმაოდ კარგად“ ჩაიარა.
გარდა ამისა, უშაკოვმა თქვა, რომ “რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციას ჰქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე”, თუმცა ჯერ რთულია იმის თქმა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები ახლოვდება.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე.