ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას ეხმიანება და სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველო დიქტატურაში ეშვება.
“ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.- დაწერა უილსონმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.