საუდის არაბეთში, რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეების მთავარი განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაა.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომ უკრაინა არ ცნობს მიმდინარე მოლაპარაკებებს, რადგან შეხვედრაში თავად არ მონაწილეობს.