ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელესკი, უცხოურ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა მის ტერიტორიებს სამუდამოდ არ დათმობს.

იურიდიულად, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს უკან დავიბრუნებთ. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა დაბრუნდება. დღეს თუ არა, ხვალ” – თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია.

„აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის. იმიტომ, რომ მათ უნდათ, მას ასიამოვნონ, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ.”– აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....