ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავაგრძელებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას” – პაველ ჰერჩინსკი

“მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ის განასახიერებს ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას. ჩვენ, ყველა ვნერვიულობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გარწმუნებთ, რომ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას”– განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. “ფორმულას” თარგმანი. 

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, 45-ე დღეა, შიმშილობს. ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....