ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“იმედია, ეს წამოწყება იქნება სტაბილური და არა სპონტანური” – ნიკა მელია ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე

ნიკა მელია 7 თებერვალს, თბილისში, პოლიტიკური მოძრაობა – “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ამ მოძრაობის დაასრება ქართულ პოლიტიკაში, უნდა იყოს  ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მეგაფონით რომ მოდის მარში რუსთაველზე,
დღეს პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა, მომავალში პოლიტიკურ პარტიად ვიხილავთ;
იმედია, ეს წამოწყება იქნება სტაბილური და არა სპონტანური, მომზადებული იმ სიმძიმეებისათვის, რაც ავტოკრატიის პირობებში თან ახლავს პოლიტიკურ პროცესს.
იმედი მაქვს, მათი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, იქნება ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული.” – დაწერა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ გაერთიანების მთავარ ხედვასა და იდეას.
იტვირთბა....