ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად. ამის შესახებ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

Telegraph-ის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც სტარმერმა ღიად განაცხადა უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების გაგზავნაზე. მისი მხრიდან ეს განცხადება წინ უსწრებს დღეს პარიზში ევროპელ ლიდერებს შორის დაგეგმილ სამიტს.

გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას – სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, – წერს სტარმერი.

იტვირთბა....