CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში საუდის არაბეთი მასპინძლობის გარდა, მხარეებს შორის შუამავლობას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი მიემგზავრებიან.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ხვალ გაიმართება.