ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში ორი მცირეწლოვნის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას” – წერია გავრცელებულ წერილში.

