ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 16 თებერვალს გამოაცხადებს, – იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, – თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“

წინასწარი შედეგების მიხედვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:

ბადრა გუნბა – 46%
ადგურ არძინბა – 37%
რობერტ არშბა – 7%
ოლეგ ბარციცი – 4%
ადგურ ხურუმალი – 1%

იტვირთბა....