საჭიროა სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები” – სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით” – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში.