“ტრაგედია მოხდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა შევინარჩუნოთ .. . ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ” – ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის.
“ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.
ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ, დამშვიდდით მოსახლეობა აღელვებულია” – აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.