“ეს არ არის რევოლუცია. ძალიან მშვიდობიანი მოსახლეობა გვყავს, რომლებიც იაზრებენ იმას, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვართ ახლა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ რევოლუციურ გზას მივყვეთ”- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე, პანელურ დისკუსიაზე საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე საუბრისას.
“ასე, რომ თქვენი კითხვა – როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა – წინააღმდეგობით. ეს არის ალბათ ხალხი სწრაფვაც. ჩემი როლი გახლავთ ის, რომ კონსოლიდირება შევძლო არსებული პოლიტიკური პარტიებისა და არამხოლოდ არსებული, რადგან ცხადია, რომ ქუჩის პროტესტი გახლავთ პროცესში ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის, რომლებიც თავად განსაზღვრავენ თავიანთ სტრატეგიას. რეჟიმი ამასთან ვერაფერს გააწყობს, რადგან არ გვყავს ერთი ორგანიზატორი. მათ [ოცნებას] ძალიანაც უნდათ, რომ ერთ ან ორი პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული ქუჩის პროტესტი და თქვან, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, ჩვენ მათ ყველას დავიჭერთ და ამით დამთავრდება. ეს არის გაფანტული, გადანაწილებული, შემოქმედებითი პროტესტი და მეც არ გახლავართ ორგანიზატორი, მე გახლავართ მხარდამჭერი…
საგარეო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მორალური მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისთვის და ამას მთხოვენ, რომ გადმოგცეთ, რომ მათ უნდათ, რომ ხედავდნენ მოუსმინონ და უნდათ, რომ სიმართლე ითქვას”- განაცხადა ზურაბიშცილმა.