ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ადვოკატების შეფასებით, სასამართლო კვლავ გავლენებს დაექვემდებარა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ  მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა  განსახილველად არ დაუშვა. მოშიმშილე ჟურნალისტის ადვოკატები  ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მზია ამაღლობელი 34-ე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....