თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა პოლონეთის ვიცეპრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, „უკრაინელების სიმამაცემ პუტინი დაამარცხა და მთელი ქვეყნის დაპყრობაში ხელი შეუშალა“.
„პუტინი გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში გამოაცხადებს, ამას შეგიძლია, მოელოდე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დასასრული იქნება.
საბედნიეროდ, უკრაინელების და მათთან ერთად მოკავშირეების სიმამაცემ, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, დაამარცხა და ხელი შეუშალა პუტინს მიეღწია იმისთვის, რაც მას სურდა – რაც მთელი უკრაინა იყო.
ახლა უფრო გამოკვეთილი ფრონტის ხაზი გაქვს და გამოაცხადებს თუ არა იგი გამარჯვებას, მასზე იქნება დამოკიდებული. წახალისებული იქნება თუ არა ის ეხება ზუსტად იმას, რაზეც ვიცეპრემიერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ისაუბრა, და NATO-ს მზადყოფნას, რომ გააქტიურდეს.
თუ ამ ვითარებაზე NATO-ს პასუხია, რომ ნამდვილად გაზარდოს შესაძლებლობები, ნამდვილად გაზარდოს ინვესტიცია და ხარჯი, რომ უფრო მეტად იფიქროს პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, რომლებიც უფრო ახლოს არიან საფრთხესთან და გაითავისონ რეალობა ამ საფრთხის, მაშინ არ მგონია, რომ ვლადიმირ პუტინი ამ შედეგით წაქეზებული იქნება. ეს იქნება იმის გათავისება, რომ დასავლეთის კოლექტიური უნარი, შეაკავოს იგი, მართლაც არსებობს“, – განაცხადა ჰეგსეთმა.