დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო გორის საკრებულოში.
სამოქალაქო აქტივისტებმა სიტყვის თქმის უფლება მოითხოვეს, რისი უფლებაც მათ გორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ არ მისცა.
„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის. ყიდიან საქართველოს. ვინც ევროკავშირის იმ რეზოლუციას მხარს უჭერს, აბსოლუტურად ყველა არის საქართველოს მოღალატე. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში.
რეგლამენტის მიხედვით მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან, მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს [ამიტომ გავაძევე მოქალაქეები].
ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც საქართველოს ებრძვიან“, – განაცხადა რაზმაძემ.
ევროპარლამენტის მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით, გუშინ მიღებულ რეზოლუციას გაეცანით ბმულზე.