ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„აშშ-ის შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა, თუ რუსეთი კიევთან მშვიდობას არ ეძებს“ – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Wall Street Journal-თან რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის ბერკეტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „არსებობს ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები, ასევე ზეწოლის სამხედრო ბერკეტები.“

ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარი გაგზავნოს უკრაინაში და რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კეთილსინდისიერად არ წამოვა მოალაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

იტვირთბა....