ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ივანიშვილისგან შემოთავაზებები მქონდა“ – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხელისუფლების პირისპირ

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, „პირველებთან“ ინტერვიუში ხელისუფლების მხრიდან გავლენის მცდელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, შუამავლის მეშვეობით, მის სამოსამართლეო უფლებამოსილებაში ჩარევას ცდილობდა.

„სხვათაშორის, როდესაც მე ვიყავი უზენაეს სასამართლოში, ორჯერ მქონდა შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუ მე, მაგალითად, რაღაც გადაწყვეტილებებს მივიღებდი, გარანტირებულად, ისევე როგორც დავით ჯუღელმა თქვა ეს, გამიგრძელებდნენ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას და დავრჩებოდი სასამართლოში. შემომითვალეს ისევ შუამავლის მეშვეობით, რომ თუ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებდი, მოკლედ, საჩუქარს მივიღებდი. ეს იყო ძირადღირებული ნივთი“, – აცხადებს ალავიძე.

იტვირთბა....