„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო.
„მინდა წარმატება გისურვოთ ქალბატონო თეა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს კომისია მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
აღნიშნული კომისია სულ რამდენიმე დღის წინ დაკომპლექტდა.