ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა

პარლამენტში დაკომპლექტდა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს

„ქართული ოცნებიდან“ კომისიაში არიან თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია და ალექსანდრე ტაბატაძე

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგნელებად კომისიაში არიან „ხალხის ძალის“ წევრები – სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი ილია ინჯია

დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება 3 თვის ვადით, მაგრამ შესაძლებელია მისი სამუშაო ვადა 6 თვემდე გახანგრძლივდეს. კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” 83-მა წარმომადგენელმა

იტვირთბა....