დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან დევნილების აქცია გაიმართა.
„დევნილები მოვითხოვთ გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკას!“ – იყო აქციის მთავარი ლოზუნგი.
„სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ ახსენდება დევნილები, როცა მათგან საარჩევნო ხმის მიღება სჭირდება, ან მათი ტრავმებით მანიპულირებას ცდილობს!
სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების მხარდამჭერი, მეტიც, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ დევნილების ხმა ვერავის მიწვდენოდა!
შანტაჟისა და უგულებელყოფის პოლიტიკამ ზედმეტად ბევრი მსხვერპლი მიიღო ჩვენგან, საკმარისია!“ — აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.