ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნამდვილი საქართველო არის მზია ამაღლობელი, საბა სხვიტარიძე, ზვიად ცეცხლაძე და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები” – გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში, ევროპელ დეპუტატებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„მე მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ გითხრათ, ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არიან მისი წარმომადგენლები. ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არს პრეზიდენტის ზურაბიშვილი.

ნამდვილი საქართველო არის მზია ამაღლობელი, საბა სხვიტარიძე, ზვიად ცეცხლაძე და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც წაართვეს ამ ახალგაზრდებს თავისუფლება და თქვენ, ბატონ ორბან და ბატონო ფიცო, მხარს უჭერთ ამ კანიბალებს. თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ქართულ და ქრისტიანულ ფასეულობებს“, – განაცხადა გვარამიამ.

მან აუდიტორიას მიმდინარე აქციებისას დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის საბა სხვიტარიძისა და „ნეტგაზეთის“ რედაქტორის, მზია ამაღლობელის ფოტოები წარმოუდგინა.

გამოსვლის ტექსტის თარგმანს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

იტვირთბა....