12 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის 6 წარმომადგენელს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“), გენადი თებიძეს („ძლიერი საქართველო“) და მირდატ ქამადაძეს („კოალიცია ცვლილებისთვის“) უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს.
ბათუმელების ცნობით, საბჭოში არ შედის, თუმცა სია არ ჩაუხსნია პარტიას „გახარია საქართველოსთვის“.