ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზმაუსთან ისევ პროტესტია – მოქალაქეები ღია ეთერს მართავენ

საზმაუსთან ისევ პროტესტია. ადგილზე შეკრებილები ღია ეთერს მართავენ და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები, აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ საზმაუსგან ეთერს ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც უკვე 2 თვეა პროტესტს აგრძელებენ, დარწმუნებულები არიან, რომ მიზანს მაინც მიაღწევენ.

აქციაზე შეკრებილები იმ ფაქტსაც გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც დღეს 18:00 საათიანი “მოამბის” წაყვანაზე ველა წამყვანმა უარი თქვა, რის შემდეგაც ეთერში დაჯდომა გადაცემის პროდიუსერს მაია ჭუჭულაშვილს მოუწია.

პიანისტი ნინო ლეჟავა ამბობს, რომ ეს გასახარებელი ამბავია, რადგან მომხდარი ცხადყოფს, რომ პროტესტმა საზმაუშიც შეაღწია.

ძალიან საინტერესო რამ მოხდა დღეს. ექვს საათიანი „მოამბე“ არ წაიყვანა არცერთმა წამყვანმა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ გადაცემის ის პროდიუსერი, რომელიც გამოვიდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ. მართალია, დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არცერთმა წამყვანმა არ მოინდომა ამ ადგილის დაკავება და მას თავად მოუწია წამყვანის სავარძელში ჩაჯდომა. მე პირადად ეს მახარებს. ეს ნიშნავს, რომ პროტესტმა შეაღწია თავად ტელევიზიაში. მინიშნებაა ეს, მაგრამ ასეთი მინიშნება ძალიან მნიშნელოვან როლს ასრულებს საპროტესტო ტალღის ფარგლებში, – ამბობს ნინო ლეჟავა. 

იტვირთბა....