აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.
” ეს ისრაელის გადაწყვეტილებაა, მაგრამ შაბათს, 12:00 საათამდე ყველა მძევალი თუ არ დაბრუნდება, ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა. მე ვიტყოდი, გააუქმეთ შეთანხმება და დაიწყოს ჯოჯოხეთი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა ასევე ისაუბრა იორდანიისა და ეგვიპტისთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობაზე, თუკი ისინი არ მიიღებენ პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზიდან გადაადგილდებიან.