ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნებამ“ ჯერ მის რიგებში მყოფი „ნაცები“ გაასამართლოს და შემდეგ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ ვინმეს გამსამართლებელია“ – გახარია

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიასთან პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ოცნებამ” ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი “ნაცები” არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური “ნაცები”, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ “ოცნება” ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აპირებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფარსი და ტყუილია. მცდელობაა, რომ ფარსი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, სინამდვილეში დღეს გასასამართლებელია „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და როგორ უნდა გაასამართლონ მათ ერთმანეთი, არ წარმომიდგენია. სჯობს მათ ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნონ და შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ, არამედ ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმებში შეეძლოთ“,- განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....