ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი “ქვეყანაში კრიზისის თავიდან აცილების” მოტივით, თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იოჰანისმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მისი თანამდებობიდან გადაყენება უკვე მესამედ მოითხოვეს.

“იმისათვის, რომ დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან, არასაჭირო და ნეგატიური განვითარებისგან, ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 12 თებერვალს”, – განაცხადა იოჰანისმა.

იოჰანესის რიგით მეორე საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის 21 დეკემბერს გავიდა, მაგრამ, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა – შესაბამისად იოჰანესი თანამდებობაზე ახალი არჩევნების ჩატარებამდე უნდა დარჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელთა მიხედვითაც ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.

რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს, ხოლო მეორე ტური კი 18 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....