„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციის ერთიანობის პრობლემაზე ისაუბრა.
„ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია სრული ერთიანობა. რას აკეთებს ივანიშვილი და ეს რეჟიმი, არის 500 მოძალადეზე დაფუძნებული და უეცრად ბევრ სვლას აკეთებს იმისთვის, რომ აჩვენოს ვითომ ძლიერია. რეალურად დღითიდღე სუსტდება. ჩვენ ხომ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ და ძალა ერთობაშია. ერთიანობა ჩემთვის ნიშნავს ერთიან შტაბს, ნიშნავს 24/7-ზე ერთად მუშაობას, ნიშნავს ერთად ბევრი აქციის ორგანიზებას, ერთად საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლას. და მეორე მხრივ, ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების თარიღის მოპოვება და შემდგომ უკვე არჩევნებში გამარჯვების მოპოვება ერთიანი სიით – ამაზე ვართ შესათანხმებელი. რაც არ უნდა ვისაუბროთ, დღეს ეს არ არის. აქ ვინც არის ყველა ითხოვს ამას [აქციებზე].
მესმის, რომ არსებობს ერთიანობის სხვადასხვა ფორმები, მაგრამ ვერცერთი პარტია ვერ იტყვის, რომ ჩემი მხრიდან ამ თვეების მანძილზე არ იყო არაერთი შეხმიანება, დარეკვა, პირადი კონტაქტი, საერთო ჩატში იქნებოდა თუ სხვა ფორმატში, რომ “დავსხდეთ ერთად, გავკეტოთ რაღაც ერთად, ერთიანი ნაბიჯები გადავდგათ”.
[…] რაც შეეხება კოალიციას ცვლილებისთვის, მე მათ ყველა ლიდერთან საუბარი მქონია ამ საკითხზე. ზუსტად ვიცი, რომ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, სხვები ეთანხმებიან ამ პოზიციას… მაგრამ ვიღაცა ამბობს, რომ “კოორდინაციაში ვიყოთ, მაგრამ არა ერთიანი არ ვიყოთ”. არ გამოვა ასე. არ გამოვა.
რაც შეეხება იმას თუ ვინ ამბობ უარს, ჩამოვყალიბდეთ, რომ გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს, არ უნდა მას. გავიგე, ეს მისი არჩევანია. დანარჩენმაც თქვას ასე ღიად. ყველაზე მნიშვნელოვანი – სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ხვალ გვაქვს შეხვედრა და კარგი იქება, რომ ამ შეხვედრაზე სიღრმისეული მსჯელობა გვექნება. აქვს მას უფრო მნიშვნელოვანი როლი? – აქვს. ვაღიარებთ ჩვენ მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად? – ვაღიარებთ. ვფიქრობ, ცოტა მეტია საჭირო იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული ფრონტი ჩამოყალიბდეს, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვებას დადებს. მე ამის მჯერა, ასე რომ, დანარჩენი საზოგადოებამ გადაწყვიტოს.