“ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს ჩვენ ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს. გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან. ეს ისტორიული დღეა“ – აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.