„ეხო კავკაზას“ ცნობით, სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი შესრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ბადრა გუნბა, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.
„მართლაც, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით“, – აღნიშნა მან.