ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიური ფოსტა სანქციების ასარიდებლად და შავი ფულის გადასატანადაც გამოიყენება“ – პარტია „საქართველოსთვის“

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თემურ ლეჟავას შეხვდა.

იაპონური გამოცემის ცნობით, ქართველმა დიპლომატმა ივანიშვილს შავი ჩანთა გადასცა და უთხრა: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.

აღნიშნული ინფორმაცია გუშინდელი დღის მთავარ თემად იქცა.

ამასთან დაკავშირებით, დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა.

„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.

ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.

ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....