ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საქართველოში დიქტატურა პუტინის მიერაა დასმული. არალეგტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს” – ჯო უილსონი

საქართველოში დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერაა დასმული. [საქართველოში]არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს“. – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოცემა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა,

უილსონის თქმით, საქართველოში არალეგიტიმური არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რის შესაძლებლობასაც მოლდოვისა და რუმინეთის მაგალითებიც იძლევა, რომლებმაც რუსეთსა და პუტინს უარი უთხრეს.

ყოველთვის არა, მაგრამ ორპარტიული ვითარება გვაქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ეს ორპალატიანია, ორპარტიულია, ერთად ვმუშაობთ, დაახლოებით 90% შემთხვევაში, როდესაც საქმე აშშ-ს შიდა ვითარებას არ ეხება. ისევ და ისევ, ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ, რათა წინ წავწიოთ ჩვენი და დონალდ ტრამპის “ძალის მეშვეობით მშვიდობის” კონცეფცია. გვინდა, რომ აღვადგინოთ მსოფლიო, რომელიც, ჩემი აზრით, ჩამოყალიბებული იყო რონალდ რეიგანის მიერ, რაც ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით პროგრესს ვხედავთ და შეგვიძლია საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალ არჩევნებზე მუშაობა. სამწუხაროდ, იქ დიქტატურა ომის დამნაშავე პუტინის მიერ იქნა დასმული. საქართველოს რესპუბლიკაში არალეგიტიმური არჩევნები უნდა გაუქმდეს, მაგრამ იყო კარგი არჩევნები, რომლებზეც პუტინი უარყოფილ იქნა მოლდოვაში, უარყოფილ იქნა რუმინეთში.” – განაცხადა ჯო უილსონმა.

 

იტვირთბა....