ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი დაამტკიცა.

საკანინმდებლო ორგანოს ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძისა და ლევან ძნელაძის კანდიდატურები მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინა.

„თითქმის წელიწად-ნახევრზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთ წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....