გდდ-ის ყოფილი მაღჩინოსანი ირაკლი საიშმელაშვილი ამბობს, რომ ის ხალხი, რომლებიც განაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ადამიანებს, არშემდგარი სპორტსმენები არიან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს.
ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები გაუსწორდნენ სასტიკად “ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს.
მისივე თქმით, მათ შსს არ მართავს და “ცალკე დირიჟორი ჰყავთ“.
“კრიმინალები, ე.წ. მეტადონშიკები, ე.წ. ძველი ბიჭები, მინდა ვიყო ძველი ბიჭები, მათ ძირითადად იყენებენ არჩევნების დროს, რაც შეეხება არშემდგარ სპორტსმენებს, რომლებიც თვლიან რომ სპორტსმენები არიან, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს, ასეთი ხალხი ნამდვილად არიან. თქვენს ჟურნალისტზე და ოპერატორზე რაც მოხდა, იყო არა პოლიცია, არამედ ეგენი იყვნენ სწორედ ეს ადამიანები, ისინი შესაძლოა, გაფორმებულები იყვნენ თბილისის მერიის სხვადასხვა სიპებში, მათ მიერ დაარსებულ დაცვის კომპანიებში. გარდა იმის, რომ მათ აქვთ მუდმივი შემოსავალი, მსგავსი სიტუაციების დროს არის ყოველღიური თანხა. ამას შსს არ მართავს, ამათ ცალკე დირიჟორი ჰყავთ. ესენი იდმენად გაუნათლებლები არიან, წარმოდგენა არ აქვთ როგორ დაგეგმონ და მართონ“, – ამბობს შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ.