“გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კაია კალასმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე.” – წერს როთი.
შეგახსენებთ, რომ კაია კალასმა ფლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია და საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.