ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არასწორია იმის მტკიცება, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მოლაპარაკებების გაწყვეტა ჩვენი მხრიდან მოხდა. მოლაპარაკებები არც კი არსებობდა”- წულუკიანი EU-სთან მოლაპარაკებების შესახებ

თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ EU-სთან მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებას” არ გაუწყიტავს, რადგან მოლაპარაკებები არც არსებობდა.

ევროკავშირმა უკვე მიიღო დამსჯელობითი პოზიცია 2022-ში, როდესაც მათ უკრაინას გზა გაუხსნეს, რადგან იქ ომი მიმდინარეობდა. ჩვენ არ გვქონია არანაირი ოფიციალური დასაბუთება და ჩვენ არ დაგვიწყია არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, ამიტომ არასწორია იმის მტკიცება, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მოლაპარაკებების გაწყვეტა ჩვენი მხრიდან მოხდა. მოლაპარაკებები არც კი არსებობდა.

ამის გამო, ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებმაც უარი თქვეს მანდატების დაკავებაზე და გვყავს ხალხი, რომელიც მთავრობას უკან დახევისკენ მოუწოდებს, პარლამენტის გარეთ და ჩვენ ეს კენჭისყრა თებერვლამდე გადავდეთ იმ იმედით, რომ შუალედში მუშაობა დაიწყება.” – თქვა წულუკიანმა.

იტვირთბა....