ბელგრადში, ათასობით სტუდენტმა დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტა. სტუდენტების მასშტაბურ ბლოკადას შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ფერმერები, რომლებიც აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ და დემონსტრანტებს ამ გზით იცავდნენ. აქციის მონაწილეები გასული წლის ნოემბერში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობისგან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, სერბეთში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი კორუფცია, ნეპოტიზმი და უხარისხო სამშენებლო სამუშაოებია და მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას.