ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მართლა შოკირებული ვარ…“ – პაველ ჰერჩინსკი მზია ამაღლობელზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა.

„მართლა შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა! წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებაზე, შუა ხნის ქალს, რომელსაც ადანაშაულებენ პოლიციელზე თავდასხმაში… რომელმაც თურმე „სცემა“ პოლიციელს! როდესაც ჩვენ ყველას გვინახავს სასტიკი ცემა, – ქალებს როგორც სცემდნენ ნიღბიანი კაცები, და არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ასეთი რამ უპრეცედენტოა“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-17 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....