საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართულ დიპლომატიურ პასპორტთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ვხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის გამზირზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის.
ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ასევე ვგმობთ დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ ნაცემი ხალხით, მათ შორის მედია წარმომადგენლებზე ძალადობით და ადამიანებზე ნიღბიანების ძალადობით. შოკირებული ვართ, ორი თვე ქუჩებში ძალადობით.
საქართველოს უკუსვლას ვხედავთ და არ შეიხლება ეს ჩვენი რეაქციის გარეშე დარჩეს.
ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე, ისინი ვინც წარმოადგენენ ხელისუფლებას, მოუწევთ ვიზის შევსება თუ უნდათ მოგზაურობა ევროპაში. ჩვენი მზიანი არ არის, ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება“, – აღნიშნავს ჰერჩინსკი.