„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას ცნობით, ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.
„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა უპრეცედენტო რამ, რომ პირველად ისტორიაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ცნო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და გადასცა აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს.
ასეთი არასდროს მომხდარა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში და ასეთი პრეცედენტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს ევროპული აღიარება არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს. დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.