ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, საპატიმროში მზია ამაღლობელი მოინახულა. მისი თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე შეიძლება კრიტიკულად დამაზიანებელი აღმოჩნდეს.
“უკვე ვიმყოფებით იმ კრიტიკულ ზღვარზე, სადაც შეიძლება, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები შიმშილობის ფონზე იყოს უკვე რადიკალურად დამაზიანებელი და თვითონ ვერ აცნობიერებდეს ამას” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.