ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივეს. – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ფლატფორმა X-ზე დაწერა.  

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა გახანგრძლივებაზე. რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც ის იწვევს”. – წერს კალასი.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

 

იტვირთბა....