ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ

პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.

ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.

სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

აღნიშნული პროექტის ინიციატორები პარლამენტის დეპუტატები – გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი – არიან.

იტვირთბა....