ბელარუსის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 86.82% – ი დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ოლეგ გაიდუკევიჩმა ხმების 2,02%-ი მიიღო, ანა კანოპაცკაიამ – 1,86%-ი, სერგეი სირანკოვმა – 1,74%-ი, ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 3,60%-მა მისცა.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები გაყალბებული და უსამართლო იყო.
“ბელარუსელ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყურია”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და ის ქვეყნის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პრეზიდენტია.