ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე“ – კაია კალასი

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა შეაფასა.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ სიტუაციას საქართველოში. ჩვენ უკვე შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ჩვენ ასევე შევუჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობას და ვაძლევთ ამ თანხებს არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზ“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....