დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით – “მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“.
მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.